საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რესპუბლიკის გამოცხადების დღე ქ. ტრაპიზონში

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე, 2018 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. საზეიმო ღონისძიება ტრაპიზონის გუბერნატორის რეზიდენციასთან გაიმართა, რომელში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამსახურების ადგილობრივი ხელმძღვანელები, აგრეთვე ტრაპიზონის გუბერნატორი ბატონი იუჯელ იავუზი, ტრაპიზონის ვილაიეთის გარნიზონის ხელმძღვანელი გენერალი ერჯან პუსურლუ, ტრაპიზონის მეტროპოლიის მერი ბატონმა ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები.

 

რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ტრაპიზონის ვილაიეთში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და კულტურული პროგრამების გამართვა.