საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ტრაპიზონის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან

2018 წლის 20 ნოემბერს, გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე შეხვდა ტრაპიზონის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს ბატონ ისმაილ უსტაოღლუს და მიულოცა ტრაპიზონის გუბერნიის ხელმძღვანელად დანიშვნა.

 შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, აგრეთვე კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, აგრეთვე განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის მომზადება ტრაპიზონის ვილაიეთში ან გუბერნატორის ვიზიტი ქ. ბათუმში.

შეხვედრამ ჩაიარა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში.