საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალური კონსული ოფიციალური ვიზიტით რიზეს გუბერნიას სტუმრობდა

2018 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე რიზეს გუბერნიას სტუმრობდა, სადაც მან გამართა შეხვედრა რიზეს ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ბატონ ქემალ ჩებერთან.

მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული დადებითი ვითარება, ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო რიზეს გუბერნიაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასა და რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსების მეორე ეტაპის გახსნას.  

 

შეხვედრების შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა, ურთიერთობების ახალი მიმართულებების განხილვა  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის მომზადება რიზეს გუბერნიაში ან გუბერნატორის ვიზიტი ქ.ბათუმში.

შეხვედრა გაიმართა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.