საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღა ტრაპიზონში

2018 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, საქართველოს სანაპირო დაცვის ფოთის სამმართველოს უფროსს ბატონ გიორგი ლომიძეს,  „DIOSKURIA“ გემის კაპიტანს ბატონ ბადრი შენგელიას, ეკიპაჟის სხვა წარმომადგენლებს და თურქეთის რესპუბლიკის, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო დაცვის ტრაპიზონის რეგიონალურ სამმართველოს ხელმძღვანელს ბატონ ალი მუნირ გუმუშბაიკალს უმასპინძლა.

სანაპირო დაცვის ქართველი წარმომადგენლები ყოველწლიურ ქართულ-თურქულ ერთობლივ საპატრულო-საექსპორტო საზღვაო წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც .. 3-7 დეკემბერს ტარდება, ანალოგიურად სანაპირო დაცვის თურქული კატარღა ბათუმსა და ფოთში გადის წვრთნებს.

            შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები. აღინიშნა, შავი ზღვის რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის აუცილებლობა და შავი ზღვის აკვატორიის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ურთიერთობებშისტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროექტების, ჩატარებული დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების, ტურისტული გარემოს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხებისა და გენერალური საკონსულოს საქმიანობის თაობაზე.


აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ქართველ მეზღვაურებს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორთან და . ტრაპიზონის მერთან.

შეხვედრა გაიმართა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.