საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. არტაანში ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს გენერალური საკონსულოსა და არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სააგენტოს „SERKA, რეგიონის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. არტაანში (Ardahan) ჩატარდა ტურიზმის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლების ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა.


ღონისძიებებს ესწრებოდნენ ქართული მხრიდან აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე, აჭარის ა.რ. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ქალბატონი თინათინ ზოიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გელა ზოიძე, ფოთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე წულია, გენერალური კონსულის თანაშემწე ბატონი გიორგი ყუშიტაშვილი და სხვადასხვა სამსახურებისა და ასოციაციების ხელმძღვანელები, ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ტურიზმის განვითარების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ბატონი ჯემილ თურანი, არტაანის ვილაიეთის გუბერნატორი ბატონი მუსტაფა მასათლი, თურქეთის პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბატონი ორჰან ათალაი, ვიცე-მერი ბატონი უღურ დედე, არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი ჩეთინ დემირჯი, უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მეჰმეთ ბიბერი, ფოცხოვის გამგებელი ბატონი ენვერ ილმაზი, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, თურქი და ქართველი ტურ-ოპერატორები, ასევე მედიის წარმომადგენლები.


სამუშაო შეხვედრების ფარგლებში რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ქართველმა და თურქმა კოლეგებმა გაცვალეს მოსაზრებები და შემუშავებულ იქნა ახალი ტურისტული პაკეტები. ბიზნესისა და ტურიზმის ფორუმის ფარგლებში გამომსვლელმა პირებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა ტურიზმის სფეროს განვითარების აუცილებლობა.


კონფერენციის ფარგლებში მ.წ. 21 ივლისს, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონმა თამაზ შავაძემ და არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონმა ჩეთინ დემირჯიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგებისა და მეგობრობის მემორანდუმს.