საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქმიანი შეხვედრები გენერალურ საკონსულოში

საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე, 2019 წლის 31 ივლისის, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სააგენტოების გაერთიანების „TÜRSAB“-ის, შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარეს ბატონ ვოლქან ქანთარჯისა და სხვა თანმხლებ პირებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრა. გენერალურმა კონსულმა  სტუმრებს გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ამ კუთხით არსებული ვითარება  და განიხილა სამომავლო თანამშრომლობა.

საუბარი ასევე შეეხო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საკითხს, ქვეყნის დატოვებისას, საზღვარზე არსებული გადასახადის 15 თურქული ლირიდან 50 თურქულ ლირამდე გაზრდის და ამ ვითარების მოგვარების შესაძლებლობას.

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია გახლავთ იურიდიული სტატუსის მქონე პროფესიული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება, აგრეთვე ტურისტული სააგენტოების მომსახურების ხარისხის, პროფესიული ეთიკისა და სოლიდარობის დაცვა.