საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამმხრივი მინისტერიალი ორდუს გუბერნიაში

2019 წლის 6 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ორდუში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.


ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ჩეკურაშვილი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი მერაბ ჭითანავა, ქ.ანკარაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ქალბატონი დიანა მალაზონია და ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე ბატონი გიორგი ყუშიტაშვილი  და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე. მინისტერიალსა და ღონისძიებებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი გიორგი ჯანჯღავა.


შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ იქნა აგრარული დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამი ქვეყნის მიერ თხილის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე, მცენარეების დაცვასა და რეგიონში ბუნების მავნე მწერებისა და დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მექანიზმების შემუშავებაზე. მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია, რომლითაც მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ თხილის ინდუსტრიის განვითარებას, ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებას .


სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა გადაინაცვლეს ორდუს ულუბეის რაიონში, სადაც დაესწრნენ 2019 წლის თხილის მოსავლის აღების დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიალს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი მსოფლიოს ხუთეულში შედიან და თხილის 80% აწარმოებენ.