ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ტრაპიზონში

   საქართველო თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულია 1992 წლის 21 მაისიდან. 1994 წელს, ქ. ტრაპიზონში დაარსებულ იქნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომლის საკონსულო ოლქი იმ პერიოდისათვის მოიცავდა თურქეთის რესპუბლიკის 12 გუბერნიას. საქართველოს გენერალური საკონსულო 1994-2005 წწ. თავის საქმიანაობას ახორციელებდა ქ. ტრაპიზონის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, ხოლო 2005 წლიდან გენერალური საკონსულო განთავსებულია ქ.ტრაპიზონის ორთაჰისარის ისტორიულ უბანში, სადაც მას გააჩნია საკუთარი შენობა. აღნიშნული შენობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1997 წელს იყო შეძენელი. დღეისათვის ქ.ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს გადაფარვის ზონაში შედის თურქეთის რესპუბლიკის 21 გუბერნია: ტრაპიზონი-სამსუნი-ორდუ-გირესუნი-რიზე-ართვინი-არდაღანი-ყარსი-ერზერუმი-ერზინჯანი-გუმუშჰანე-ვანი-ბაუბურთი-იღდირი- აღრი-ბითლისი-მუში – ბინგოლი-ელაზიღი-მალათია-თუნჯელი.

გენერალურ საკონსულოს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ საქართველოს შემდეგი დიპლომატები:

 

              გიორგი ჯანჯღავა  1994-2005 წწ.                          ნიკოლოზ გოგიტიძე 2005-2007 წწ.

 

             ავთანდილ მიქაცაძე 2007-2012 წწ.                 ირაკლი ასაშვილი 15.06.-15.10.2012 წწ.

          პაატა კალანდაძე 2012-2014 წწ.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების  უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაცვა; საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა; საერთო ზედამხედველობას უწევს საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებას.

ასევე ახორციელებს შემდეგ კონკრეტულ საკონსულო საქმიანობას:

) საკონსულო ლეგალიზაცია;

) საქართველოს ვიზის გაცემა;

) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა;

) საკონსულო აღრიცხვა;

) სანოტარო მოქმედებები;

) საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება;

ზ) საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;

) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;

) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

კ) გასცემს სხვადასხვა სახის ცნობებს;

ლ) ასევე კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციები და მოქმედებები.

 

 

 
საქართველოს გენერალური საკონსულო
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ