ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 30.03.2017

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 23 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის, ტრაპიზონის გუბერნიის საოჯახო ექიმთა ასოციაციის “TRAHED”-ის პრეზიდენტს, დოქტორ ჰაქან უზუნსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს ბატონ ალი ილმაზს უმასპინძლა.

ბატონმა ჰაქან უზუნმა გენერალურ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია და მიიწვია 2017 წლის 6-9 აპრილს, ქ. ბათუმში დაგეგმილ „სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე“, რომელშიც ასობით ქართველი და თურქი ექიმი მიიღებს მონაწილეობას. 

 
განთავსების თარიღი: 21.03.2017

2017 წლის 16 მარტს, გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაცემ, ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღო პირველ სამუშაო შეხვედრაში - „ლოგისტიკა და სარფის პრობლემატიკა“, რომელსაც ესწრებოდა რეგიონში მოქმედი 100-ზე მეტი კომპანიისა და ფირმის წარმომადგენელი. შეხვედრა გაიმართა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში, ართვინის გუბერნიის ხელმძღვანელობის, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციის, ართვინის ვილაიეთის ძალოვანი სტრუქტურების, მერიის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო სატვირთო გადამზიდველთა ასოციაციის, საავტომობილო კოოპერატივის, ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების მონაწილეობით,

 

 
განთავსების თარიღი: 17.03.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 15 მარტს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს (T.C. Başbakanlık), რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც, ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება.

 
განთავსების თარიღი: 17.03.2017

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 14 მარტს, თურქეთის წამყვანი კლინიკების ქსელის “Medicalpark”-ის ტრაპიზონის საავადმყოფო მოინახულა.

 საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ბატონ აბდულლაჰ ჯანთურქმა გენერალურ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია საავადმყოფოს საქმიანობისა და წამყვანი დარგების თაობაზე, გამოთქვა მზადყოფნა საავადმყოფოში მიიღონ და მოემსახურონ საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში. 

 

 
განთავსების თარიღი: 06.03.2017

2017 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე შეხვდა ტრაპიზონის ვილაიეთის ორთაჰისარის ახლადდანიშნულ გამგებელს ბატონ ნუმან ჰათიფოღლუს და მიულოცა ხსენებულ თანამდებობაზე დანიშვნა. შეხვედრაზე, განხილულ იქნა რეგიონებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, აგრეთვე კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 31  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ