ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 31.05.2017

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 31 მაისს, საპასუხო ვიზიტით, ტრაპიზონის გუბერნიის მთავარ პროკურორს ბატონ მითჰათ ქუთანოღლუს (Mithat KUTANOĞLU) უმასპინძლა.

 
განთავსების თარიღი: 29.05.2017

2017 წლის 29 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, ქ.ანკარაში იაპონიის საელჩოს დესპანს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ბატონ კოიჩირო ნაკამურასა (Koichiro NAKAMURA) და საელჩოს მეორე მდივანს ბატონ სუ ემითსუს (Su EMITSU) უმასპინძლა.

 

 
განთავსების თარიღი: 19.05.2017

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 18 მაისს, მონაწილეობა მიიღო ქ. ტრაპიზონში მუზეუმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გახსნასა და ოფიციალურ ღონისძიებებში.  

მუზეუმის კვირეულის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ტრაპიზონის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა და მოსწავლე-ახალგაზრდობა.

 

 
განთავსების თარიღი: 10.05.2017

2017 წლის 5 მაისს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა  ავთანდილ მიქაცაძემ, თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ბატონ ჩეთინ დემირჯისა და თანმხლებ პირებს უმასპინძლა.   

 
განთავსების თარიღი: 03.05.2017

2017 წლის 28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, ტრაპიზონში ტარდება მეოთხე წიგნის გამოფენა.  ხსენებულმა გამოფენამ მხოლოდ წელს მიიღო საერთაშორისო წიგნის გამოფენის სტატუსი, ვინაიდან ამ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობა მიიღეს და პირადი წიგნები წარადგინეს დათო ტურაშვილმა, შოთა არველაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა-მწერალმა გიორგი სოსიაშვილმა.

 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 30      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ