ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 27.10.2017

2017 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის (ტრაპიზონი) რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკს ალი მუნირ გუმუშბაიქალს.

 

 
განთავსების თარიღი: 26.10.2017

საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წლის 19 ოქტომბერს, ტრაპიზონის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და დიდ - ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრში, გაიმართა საზეიმო კონცერტი და ისტორიული საგანძურის ფოტოასლების გამოფენა. ღონისძიებებს ესწრებოდნენ: გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, ტრაპიზონისა და რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქართველი სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკრედიტებული დიპლომატები და სხვა დამსწრე საზოგადოება.

 

 
განთავსების თარიღი: 18.10.2017

საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე

 
განთავსების თარიღი: 04.10.2017

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე, 2017 წლის 26 სექტემბერს, ტრაპიზონის გუბერნიის პოლიციის მთავარ სამმართველოს ახლადდანიშნულ უფროსს ბატონ ორჰან ჩევიქს (Orhan ÇEVİK) შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის საკითხები, აგრეთვე ორ ქვეყანასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული საქმიანი კავშირები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ