ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 28.11.2017

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, 2017 წლის 23-24 ნოემბერს, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის კონგრესისა და კულტურის ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ქართულ-თურქული ურთიერთობები“.

 
განთავსების თარიღი: 22.11.2017

2017 წლის 16-17 ნოემბერს, გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის გუბერნიებში განხორციელდა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ პატარაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი ინგა შამილიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი რამაზ ბოლქვაძე, ქ.ბათუმის ახლადარჩეული მერი ბატონი ლაშა კომახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე და სხვა ოფიციალური პირები. აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაციას სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დახვდა და დელეგაციას შეუერთდა საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე. 

 
განთავსების თარიღი: 22.11.2017

საკონსულო ოლქის შემოვლისა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წლის 13-14 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე არდაგანისა და ყარსის გუბერნიებს სტუმრობდა, სადაც მან შეხვედრები გამართა არდაგანისა და ყარსის ვილაიეთების ახლადდანიშნულ გუბერნატორებთან ბატონ მეჰმეთ ემინ ბილმეზთან (Mehmet Emin BİLMEZ/Ardahan) და ბატონ რაჰმი დოღანთან (Rahmi DOĞAN/Kars).

 

 
განთავსების თარიღი: 21.11.2017

2017 წლის 12-16 ნოემბერს, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული პროგრამის ფარგლებში, არდაჰანის, ყარსის, ართვინისა და რიზეს უნივერსიტეტებში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტების თანამონაწილეობით, გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დაცული საგანძურის ფოტო-ასლების გამოფენები და საჯარო ლექციები  - „ქართული კულტურა და ურთიერთობები“. გენერალური საკონსულოსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ერთობლივ პროგრამას ეწოდება - „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ’’.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ