ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს გენერალური კონსული დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე, 2016 წლის 28 აგვისტოს, ხოფას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ბატონი ოსმან აქიურექის მშობლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

ართვინის გუბერნიის სოფელ ორმანლიში, დაკრძალვის პროცესს ართვინის დეპუტატები, გუბერნატორის მოადგილე, გამგებლები, მერები, სხვადასხვა გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების თავმჯდომარეები და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.   

გენერალური საკონსულოს სახელით, არსებული ტრადიციებიდან გამომდინარე, დაკრძალვის პროცესზე ასევე გაგზავნილ იქნა ყვავილების გვირგვინი.

გენერალური საკონსულო, კიდევ ერთხეწლ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ