ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ართვინის გუბერნიას სტუმრობდა

2016 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ართვინის გუბერნიას სტუმრობდა, სადაც მან გამართა შეხვედრა ართვინის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ბატონ მუჰთერემ ინჯესთან. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობა, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი რიგები და რეკონსტრუქციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

ოფიციალურ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სასაზღვრო კომისიის შეხვედრის ორგანიზებასა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, პრობლემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხებს. 

შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის მომზადება ართვინის გუბერნიაში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ