ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა გენერალურ საკონსულოში

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2016 წლის 5 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკის, ტრაპიზონის გუბერნიის საოჯახო ექიმთა ასოციაციის “TRAHED”-ის პრეზიდენტს, დოქტორ ჰაქან უზუნსა და ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ჯანან თანრივერს უმასპინძლა.

ბატონმა ჰაქან უზუნმა გენერალურ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და წამყვანი დარგების თაობაზე, გამოთქვა მზადყოფნა ტრაპიზონში არსებულ საავადმყოფოში მიიღოს და მოემსახუროს შეღავათიან ფასებში საქართველოს მოქალაქეებს.   

საუბარი შეეხო, მ.წ. 22-25 სექტემბერს, ქ. ბათუმში დაგეგმილ შავი ზღვის მეხუთე  საერთაშორისო საოჯახო ექიმთა კონგრესს, რომელშიც ასობით ქართველი და თურქი ექიმი მიიღებს მონაწილეობას. 

ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ჯანდაცვის სფეროში ახალი კავშირების ჩამოყალიბებას და ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ