ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორი საპასუხო ვიზიტით გენერალურ საკონსულოს სტუმრობდა

ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორი ბატონი იუჯელ იავუზი (Yücel YAVUZ) და გუბერნიის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი სალიჰ ოზქანი, 2016 წლის 13 ოქტომბერს, გენერალურ საკონსულოს სტუმრობდნენ.  საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ გუბერნატორს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობის, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქული მონაკვეთის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკონსტრუქციას, ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნასა და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სტრატეგიულ პროექტებს.

გენერალური კონსულის წინადადებაზე, რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე, გუბერნატორმა გამოხატა მზადყოფნა დაიგეგმოს და განხორციელდეს ტრაპიზონის გუბერნიასა და აჭარის რეგიონის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები.  

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა კონსულმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ