ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიზეს გუბერნატორი საპასუხო ვიზიტით გენერალურ საკონსულოს სტუმრობდა

რიზეს ვილაიეთის გუბერნატორი ბატონი ერდოღან ბექტაში (Erdoğan BEKTAŞ), 2016 წლის 09 ნოემბერს, გენერალურ საკონსულოს სტუმრობდა.  საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ გუბერნატორს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობის, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, აგრეთვე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქული მონაკვეთის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკონსტრუქციის დაწყებას, ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნასა და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სტრატეგიულ პროექტებს.

გენერალური კონსულის წინადადებაზე, რეგიონებს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავების თაობაზე, გუბერნატორმა გამოხატა მზადყოფნა, რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს რიზეს გუბერნიასა და აჭარის რეგიონის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელებს შორის საქმიანი შეხვედრები.  

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა კონსულმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ