ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ართვინის გუბერნიას სტუმრობდა

2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ართვინის გუბერნიას სტუმრობდა, სადაც მან გამართა შეხვედრები ართვინის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ბატონ მუჰთერემ ინჯესთან და  ართვინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ბატონ ქურთულ ოზელთან. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობა, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი რიგებისა და რეკონსტრუქციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობისა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

ოფიციალურ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სასაზღვრო კომისიის შეხვედრის ორგანიზებასა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, პრობლემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. 

შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა, აგრეთვე ქ. ბათუმში რეგიონალური ბიზნეს-ფორუმის ჩატარების შესაძლებლობები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის მომზადება ართვინის გუბერნიაში.

შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ