ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახი კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე გენერალურ საკონსულოს სტუმრობდნენ

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევით, ტრაპიზონის ახალი სტადიონის გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ტრაპიზონის გუბერნიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახი კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, 2016 წლის 18 დეკემბერს გენერალურ საკონსულოს სტუმრობდნენ.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ სტუმრებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობისა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქული მონაკვეთის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკონსტრუქციის დაწყებას, ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნასა და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სტრატეგიულ პროექტებს.

გენერალურ საკონსულოში განხორციელებული შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა ტრაპიზონის ახალი სტადიონის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ