ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ორდუს გუბერნიას სტუმრობდა

2017 წლის 15 თებერვალს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ბატონი ავთანდილ მიქაცაძე ორდუს გუბერნიას სტუმრობდა, სადაც მან გამართა შეხვედრები ორდუს ვილაიეთის გუბერნატორთან ბატონ ირფან ბალქანლიოღლუსთან, ალთუნორდუს მერთან ბატონ ენგინ თექინთაშთან, ორდუს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ბატონ სერვეთ შაჰინთან და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან ბატონ მურათ შიმშექთან. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობა, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე რეკონსტრუქციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობისა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

ორდუს გუბერნატორმა ბატონმა ირფან ბალქანლიოღლუ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მისწრაფებაზე ევროსტრუქტურებსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, ამ კუთხით, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, აგრეთვე საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას მოულოცა ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედება.

 

ოფიციალურ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორდუს გუბერნიაში მცხოვრებ ქართველი წარმოშობის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, აღინიშნა, რომ მათი წვლილი თურქეთისა და რეგიონის განვითარებაში საკმაოდ დიდია. ხაზი გაესვა, რომ სხვა ეთნიკური უმცირესობებთან განსხვავებით, ქართველებსა და თურქებს შორის ათეული წლების განმავლობაში თანაცხოვრება სამაგალითოა და „ჩვენებურები“ წამყვან ბიზნესმენებადაა წარმოდგენილი ორდუს გუბერნიაში.  

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა მურათ შიმშექმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფს, რომლებსაც საშუალება მიეცემათ შეისწავლონ ორდუს სამრეწველო ზონაში მოქმედი ყველა საწარმო და ქარხანა-ფაბრიკები, რომელთა გამოცდილების გაზიარება შესაძლებელი იქნება საქართველოში. 

შეხვედრების შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმები, აგრეთვე ქ. ბათუმში რეგიონალური ბიზნეს-ფორუმის ჩატარების შესაძლებლობები, ორდუსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავება  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის მომზადება ორდუს გუბერნიაში.

შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ