ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ქართულ დიასპორასთან დაბა უნიეში

საქართველოს გენერალური კონსული ბატონი ავთანდილ მიქაცაძე, 2017 წლის 15 თებერვალს, ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში 2014 წელს დაარსებულ „უნიე-აჭარა ქართველებთან მეგობრობისა და კულტურის ასოციაციის“ (Ünye Acara Gürcü Dostluk Kültür Derneği) პრეზიდენტს ბატონი მეჰმეთ ალი გურსოის და  ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები, სამომავლო გეგმები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქართველი დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე, ასოციაციის ფუნქციონირების ფარგლებში ქართული ენისა და ქართული ფოლკლორის კურსების გახსნის შესაძლებლობები და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა ასოციაციამ 2015-2016 წელს პირველად რეგიონში შესძლო ქართული ენისა და ლიტერატურის კურსების გახსნა, რომელიც ათობით თურქეთის მოქალაქემ დაამთავრა

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ ვითარებაში და დასასრულს, გენერალურმა კონსულმა ასოციაციას საჩუქრად გადასცა სხვადასხვა სახის ქართული ლიტერატურა.  

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ