ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბატონი ავთანდილ მიქაცაძე სამსუნის გუბერნიას სტუმრობდა

2017 წლის 16-17 თებერვალს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ბატონი ავთანდილ მიქაცაძე სამსუნის გუბერნიას სტუმრობდა, სადაც მან გამართა შეხვედრები სამსუნის ვილაიეთის გუბერნატორთან ბატონ იბრაჰიმ შაჰინთან, თვითმმართველი ქალაქი სამსუნის მერთან ბატონ იუსუფ ზია ილმაზთან, ჩარშამბას გამგებელთან ბატონ მუსტაფა გუნეისთან, ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ბატონ აჰმეთ ილმაზთან და ჩარშამბას სავაჭრო ბირჟის პრეზიდენტთან ბატონ ქაზიმ ილმაზთან.

მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქულ მონაკვეთზე მიმდინარე რეკონსტრუქციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

სამსუნის გუბერნატორმა ბატონმა იბრაჰიმ შაჰინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე  და ამ კუთხით, ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში და საერთაშორისო ასპარეზზე. გუბერნატორმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას მოულოცა ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ამოქმედება.

სამსუნის მეტროპოლიის მერმა ბატონ იუსუფ ზია ილმაზმა გამოხატა სურვილი სამსუნისა და ბათუმის მერიებს შორის ჩამოყალიბდეს საქმიანი ურთიერთობები და მოხერხდეს გამოცდილების გაზიარება ორივე მერიის შესაბამის სამსახურებს შორის.

  ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონ აჰმეთ ილმაზმა და ჩარშამბას სავაჭრო ბირჟის პრეზიდენტმა ბატონ ქაზიმ ილმაზმა ხაზი გაუსვეს რეგიონებს შორის ბიზნესმენთა ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასა და რეგიონში საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის შესაძლებლობას.

გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ მიაწოდა ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობის თაობაზე. შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმები, აგრეთვე ქ. ბათუმში რეგიონალური ბიზნეს-ფორუმის ჩატარების შესაძლებლობები და საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარისა და ქ. ბათუმის მერის ოფიციალური ვიზიტის მომზადება სამსუნის გუბერნიაში.

შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ და საქმიან ვითარებაში, რის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ