ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიზიტი ორდუს

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, ორდუს გუბერნიაში ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 17 თებერვალს, თურქეთის წამყვანი კლინიკების ქსელის “Medicalpark”-ის ორდუს საავადმყოფო მოინახულა.

 საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ბატონ ჰალილ იბრაჰიმ ჩალიშმა გენერალურ კონსულს  მიაწოდა ინფორმაცია კლინიკის საქმიანობისა და წამყვანი დარგების თაობაზე, გამოთქვა მზადყოფნა ორდუში არსებულ საავადმყოფოში მიიღონ და მოემსახურონ საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში.  ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, საავადმყოფოს რეანიმობილების ან სხვა ტრანსპორტის მეშვეობით, მოახდინონ ქართველი პაციენტების ტრანსპორტირება სარფიდან ორდუმდე და უკან.   

ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ორ დაწესებულებას შორის საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას და გენერალური საკონსულო მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ