ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიზიტი ტრაპიზონის “Medicalpark”-ის საავადმყოფოში

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 14 მარტს, თურქეთის წამყვანი კლინიკების ქსელის “Medicalpark”-ის ტრაპიზონის საავადმყოფო მოინახულა.

 საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ბატონ აბდულლაჰ ჯანთურქმა გენერალურ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია საავადმყოფოს საქმიანობისა და წამყვანი დარგების თაობაზე, გამოთქვა მზადყოფნა საავადმყოფოში მიიღონ და მოემსახურონ საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში. 

ბატონი აბდულლაჰ ჯანთურქის განცხადებით, საავადმყოფოს ქ. ბათუმში გააჩნია საკონსულტაციო ოფისი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ მათ კლინიკას. 

ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ აღნიშნა, რომ მიესალმა ორ დაწესებულებას შორის არსებული საქმიანი კავშირების დამყარებასა გააქტიურებას და გენერალური საკონსულო მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.  შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, ასევე შესაბამისი ქართველი ექიმების დასწრება სხვადასხვა ქირურგიულ ოპერაციებზე.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ