ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სამუშაო შეხვედრა ხოფას სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

2017 წლის 16 მარტს, გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაცემ, ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღო პირველ სამუშაო შეხვედრაში - „ლოგისტიკა და სარფის პრობლემატიკა“, რომელსაც ესწრებოდა რეგიონში მოქმედი 100-ზე მეტი კომპანიისა და ფირმის წარმომადგენელი. შეხვედრა გაიმართა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში, ართვინის გუბერნიის ხელმძღვანელობის, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციის, ართვინის ვილაიეთის ძალოვანი სტრუქტურების, მერიის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო სატვირთო გადამზიდველთა ასოციაციის, საავტომობილო კოოპერატივის, ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების მონაწილეობით,

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საერთაშორისო სატვირთო გადამზიდველთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ბატონმა ალიშან ენდერ თოფალოღლუმ, ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონმა ოსმან აქიურექმა, ხოფის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მირაჩ ბურჩინ ოზერმა, ხოფის რეგიონული საბაჟო დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ოსმან გოლლუჯემ (ფარავს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ყველა საბაჟო სამმართველოს, ასევე ამოქმედების შემდგომ სარკინიგზო საბაჟოს) და ქ.ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ.

 ხოფის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მირაჩ ბურჩინ ოზერმა, ხოფის რეგიონული საბაჟო დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ოსმან გოლლუჯემ გამართეს პრეზენტაცია ხოფის ნავსადგურის ფუნქციონირებისა და 2016 წლის განმავლობაში საბაჟო საქმიანობისა და სტატისტიკის თაობაზე. 

გამოსვლების დასასრულს, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელის, საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელისა და საქართველოს გენერალური კონსულის მხრიდან ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი.

კონფერენციის დასასრულს, ხოფას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობისა და ბიზნესმენთა მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ანალოგიური სამუშაო შეხვედრა ჩატარდეს ქ.ბათუმში.  

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ