ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქმიანი შეხვედრები გენერალურ საკონსულოში

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 23 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის, ტრაპიზონის გუბერნიის საოჯახო ექიმთა ასოციაციის “TRAHED”-ის პრეზიდენტს, დოქტორ ჰაქან უზუნსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს ბატონ ალი ილმაზს უმასპინძლა.

ბატონმა ჰაქან უზუნმა გენერალურ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია და მიიწვია 2017 წლის 6-9 აპრილს, ქ. ბათუმში დაგეგმილ „სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე“, რომელშიც ასობით ქართველი და თურქი ექიმი მიიღებს მონაწილეობას. 

ბატონმა ავთანდილ მიქაცაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ჯანდაცვის სფეროში ახალი კავშირების ჩამოყალიბებას და ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

გენერალური კონსული ასევე შეხვდა რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანს ბატონ ჰარუნ ჩიმქეს. განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების განხორცილების საკითხები და სამომავლო გეგმები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ