ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დელეგაცია ტრაპიზონში

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დელეგაცია: ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქალბატონი ნონა ქარციძე, ქსოვილების ფონდის კურატორი ქალბატონი ანა დოღონაძე და ამავე ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი ქალბატონი ირინა უგრეხელიძე, 2017 წლის 28-31 მარტს ქ. ტრაპიზონს სტუმრობდა.

            გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ტრაპიზონის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ტრაპიზონის სახელმწიფო და მუნიციპალური მუზეუმების დირექტორებთან. 

            შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და ტრაპიზონის ეთნოგრაფიულ და სახელმწიფო მუზეუმებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

            გენერალურ საკონსულოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობისა და ქალაქში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების თაობაზე.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ორ დაწესებულებას შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და რეგიონში სხვადასხვა თემატური გამოფენების მოწყობა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ