ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე ბაიბურთის გუბერნიას სტუმრობდა

2017 წლის 18 აპრილს, საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე ბაიბურთის გუბერნიას სტუმრობდა, სადაც შეხვედრა გამართა ბაიბურთის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ბატონ ისმაილ უსტაოღლუსთან. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები და საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა და ბიზნეს-ფორუმის ჩატარების საკითხები.

გენერალურ კონსულს საშუალება მიეცა მოენახულებინა „ბაიბურთის ბუნებრივი ქვის ჭრისა და გადამამუშავებელი საწარმო“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსების შედეგად დაარსდა და 2017 წლის 1 აპრილს გაიხსნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, ასევე გახსნას თავისი წარმომადგენლობა საქართველოში ან დისტრიბუცია გადასცეს ქართულ კომპანიას.     

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ