ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესა და ტრაპიზონის ლიტერატურული საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქ. სურმენეში ქართული ენისა და ლიტერატურის დღე აღინიშნა.

ქართული ენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთის დელეგაციები იღებდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა ენათმეცნიერებმა და ქუთაისის, ბათუმისა და რიზეს უნივერისტეტების პროფესორ-მასწავლებელმა წაიკითხეს საჯარო ლექციები შემდეგ თემებზე:

-          „ქართული ენა და ლიტერატურა“ - რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის ფაკულტეტის პროფ. რუსუდან საღინაძე;

-          „შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. რამაზ ხალვაში;

-          „ქართულ-თურქული ურთიერთობები“ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი;

-          „ქართული ანბანი და კალიგრაფია“ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კალიგრაფისტი ფიქრია ჭაბუკიანი.

-          „ქართველი მწერლობა და გურჯი ჰათუნი“ - რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის ფაკულტეტის დეკანი,  დოცენტი ჰარუნ ჩიმქე;

კონფერენცია გრძელდებოდა სამი საათის განმავლობაში, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ანბანისა და დამწერლობის ნიმუშების გამოფენა, ასევე ნაჩვენებ იქნა დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმი საქართველოს შესახებ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ