ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესა და წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ტრაპიზონს დათო ტურაშვილი, შოთა არველაძე და გიორგი სოსიაშვილი სტუმრობდნენ.

2017 წლის 28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, ტრაპიზონში ტარდება მეოთხე წიგნის გამოფენა.  ხსენებულმა გამოფენამ მხოლოდ წელს მიიღო საერთაშორისო წიგნის გამოფენის სტატუსი, ვინაიდან ამ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობა მიიღეს და პირადი წიგნები წარადგინეს დათო ტურაშვილმა, შოთა არველაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა-მწერალმა გიორგი სოსიაშვილმა.

ფესტივალისა და გამოფენის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე, მწერლები, გამომცემლები და სხვადასხვა სფეროს  კულტურის ცნობილი მოღვაწეები.

გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანს ბატონ ჰარუნ ჩიმქეს, ქართული მწერლებისა და ნაშრომების თარგმნის, აგრეთვე ქართული ენის პოპულარიზაციის კუთხით გაწეული სამუშაოების გამო.

აღსანიშნავია, რომ ბატონ ჰარუნს ქართულიდან თურქულ ენაზე ნათარგმნი აქვს არაერთი ქართველი მწერლის ნაშრომი, ასევე ქართული ენის გრამატიკა და ქართველოლოგიის შესავალი.

ტრაპიზონის კულტურის ცენტრში გამართული ღონისძიებების შემდეგ, გენერალურ საკონსულოში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მწერლები, თურქი გამომცემლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ