ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

არდაჰანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი ჩეთინ დემირჯი, თანმხლებ პირებთან ერთად, გენერალურ საკონსულოს სტუმრობდა

2017 წლის 5 მაისს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა  ავთანდილ მიქაცაძემ, თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ბატონ ჩეთინ დემირჯისა და თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელმაც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, განხილულ იქნა  სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და არდაჰანის გუბერნიებს შორის სასაზღვრო ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისი-ივნისის თვეებში მოეწყობა ტურისტული კომპანიებისა და ტურ-ოპერატორების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა არდაჰანის გუბერნიაში და შემდგომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ასევე, განხორციელდება ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავება „ორი რეგიონი ერთი ტურისტი“, რომლის თანახმად მოხდება ტურისტული ჯგუფების დაინტერესება და მათი მოზიდვა რეგიონში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ნაბეღლავი“-ს ოფიციალური დისტრიბუტორი თურქეთის რესპუბლიკაში ბატონი ჰალით ქამილ სოღუქსულუ. არდაჰანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მხარდაჭერით, დაიგეგმა ქართული მინერალური წყლების შეტანა არდაჰანის გუბერნიის სუპერ-მარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ