ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მუზეუმის მსოფლიო კვირეული ქ. ტრაპიზონში

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 18 მაისს, მონაწილეობა მიიღო ქ. ტრაპიზონში მუზეუმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გახსნასა და ოფიციალურ ღონისძიებებში.  

მუზეუმის კვირეულის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ტრაპიზონის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა და მოსწავლე-ახალგაზრდობა.

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელთან განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის მოწყობის საკითხები.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ