ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონის გუბერნიის მთავარი პროკურორი სტუმრობდა.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 31 მაისს, საპასუხო ვიზიტით, ტრაპიზონის გუბერნიის მთავარ პროკურორს ბატონ მითჰათ ქუთანოღლუს (Mithat KUTANOĞLU) უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის საკითხები, აგრეთვე ორ ქვეყანასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული საქმიანი კავშირები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ბატონმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. 

შეხვედრების შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა და სასაზღვრო რეგიონებში მოქმედი პროკურორების საქმიანი შეხვედრის ორგანიზების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა კონსულმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ