ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსერვატორიის დირექტორსა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს საქართველოს გენერალურმა კონსულმა უმასპინძლა

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, 2017 წლის 11 ივლისს, ტრაპიზონის კონსერვატორიის დირექტორს პროფესორს ბატონ აბდულლაჰ აქათს, ტრაპიზონის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ადნან თაჩს და თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელმაც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, განხილულ იქნა  ტრაპიზონის მეცხრე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები და გასულ წელთან შედარებით, ახალი ფორმატის შემუშავება. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2017 წელს დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, ერთი დღე მთლიანად დაეთმობა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას.

ასევე, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ჩატარდება კონცერტი, განხორციელდება ქართული ანბანის პოპულარიზაცია და მოეწყობა გამოფენა. 

საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან პროფესორები, ქართული ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქართველი მომღერლები.  

გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებასა და მზად არის მხარი დაუჭიროს აღნიშნული საერთაშორისო ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას.

ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგად შესაძლებელი ხდება ორ სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და კულტურის მხარავალფეროვნების წარმოჩენა. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ