ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პირველად - მხოლოდ ჩვენს საკონსულო ოლქში!!!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პირველად - მხოლოდ ჩვენს საკონსულო ოლქში!!!

სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმების მსურველნი ვალდებულნი არიან მიიღონ უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი.

 

საქართველოს მოქალაქეების მუშაობის ნებართვისაგან

გათავისუფლება ხორციელდება ორ ეტაპად:

 

·  პირველ ეტაპი - თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე (https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris) ქართულ ენაზე ივსება სავალდებულო ინფორმაცია (პასპორტში ან პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები, აგრეთვე თურქეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონეთათვის, ამ ნებართვის დაწყება-დასრულების თარიღი და დროებითი ნომერი). სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმის დასრულების შემდეგ, საჭიროა ამ ფორმის ამობეჭდვა;

·  მეორე ეტაპი - სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების პირველადი ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად (პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი, ხოლო თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთათვის - პასპორტი და ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი) წარედგინება თურქეთის იმ რაიონის გამგეობას (Kaymakamlığı), სადაც აპირებს მოქალაქე დასაქმებას და მიიღოს შესაბამისი საბუთი, რომელიც მუშაობის ნებართვის აღებისაგან ათავისუფლებს.

    შენიშვნა: მუშაობის ნებართვის აღებისაგან გათავისუფლებულ  საქართველოს მოქალაქეს ერთ კალენდარულ წელიწადში მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში შეეძლება სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დროებით დასაქმება, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქეთათვის თურქეთში კანონიერად ყოფნის ვადას.

განცხადების შესავსებად, გთხოვთ, დააჭირეთ ბმულს  და გადახვიდეთ თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, ხოლო შემდეგ გრაფაში Dil Seçim“ აირჩიეთ განცხადების შევსების ენა:

 

 

https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris

 

https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris

შრომითი ხელშეკრულება / İş Sözleşmesi

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ