ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა გენერალურ საკონსულოში

2017 წლის 30 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, წამყვანი რეგიონალური გაზეთ Karadeniz“-ის გამომცემლობის მთავარ კოორდინატორს ბატონ სელიმ შენერსა (Selim Şener) და საზოგადო მოღვაწე ბატონ ჯაფერ ჰაზაროღლუს (Cafer Hazaroğlu) უმასპინძლა.

 შეხვედრაზე, განხილულ იქნა რეგიონებს შორის ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

გენერალურმა კონსულმა მასპინძელს მიაწოდა ინფორმაცია გენერალური საკონსულოს საქმიანობის თაობაზე, ასევე საუბარი შეეხო ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის საქმიანი კავშირების ჩამოყალიბების საქმეში გენერალური საკონსულოს ჩართულობას.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა კონსულმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა გადასცა.   

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ