ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გენერალურ საკონსულოში მიღება გაიმართა.

2017 წლის 12-13 სექტემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ფარგლებში,  სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტი“-სა და თურქეთის პატენტისა და სასაქონლო ნიშნების უწყების „თურქპატენტი“-ს ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქ. ტრაპიზონში პირველად ჩატარდა გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სიმპოზიუმი.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

სიმპოზიუმისა და გამოფენის დასასრულს, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობებია აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გენერალურ საკონსულოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „საქპატენტის“ ქართული დელეგაცია.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ