ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სანაპირო დაცვის ქართველი წარმომადგენლები, თურქ კოლეგებთან ერთად, გენერალურ საკონსულოს ეწვივნენ

2017 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ, საქართველოს სანაპირო დაცვის ბათუმის პირველი სამმართველოს უფროსს ბატონ რამაზ თედორაძეს, ეკიპაჟის წარმომადგენლებს და თურქეთის რესპუბლიკის, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო დაცვის ტრაპიზონის რეგიონალურ ხელმძღვანელს ბატონ ალი მუნირ გუმუშბაიკალს უმასპინძლა.

სანაპირო დაცვის ქართველი წარმომადგენლები ყოველწლიურ ქართულ-თურქულ ერთობლივ საპატრულო-საექსპორტო საზღვაო წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც მ.წ. 18-22 სექტემბერს ჩატარდა.

            შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები. აღინიშნა, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში. სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროექტების, ტურისტული გარემოს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხებისა და გენერალური საკონსულოს საქმიანობის თაობაზე.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ქართველ მეზღვაურებს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორთან და ქ. ტრაპიზონის მერთან.

შეხვედრა გაიმართა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ