ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გენერალური კონსული ტრაპიზონის გუბერნიის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს შეხვდა

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე, 2017 წლის 26 სექტემბერს, ტრაპიზონის გუბერნიის პოლიციის მთავარ სამმართველოს ახლადდანიშნულ უფროსს ბატონ ორჰან ჩევიქს (Orhan ÇEVİK) შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის საკითხები, აგრეთვე ორ ქვეყანასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული საქმიანი კავშირები. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. 

შეხვედრების შედეგად, დაიგეგმა ორ დაწესებულებას შორის საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა და სასაზღვრო რეგიონების ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის საქმიანი შეხვედრის ორგანიზების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა კონსულმა მასპინძელს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.   

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ