ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გენერალურმა საკონსულომ საზეიმო კონცერტი და გამოფენა გამართა

საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წლის 19 ოქტომბერს, ტრაპიზონის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და დიდ - ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრში, გაიმართა საზეიმო კონცერტი და ისტორიული საგანძურის ფოტოასლების გამოფენა. ღონისძიებებს ესწრებოდნენ: გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, ტრაპიზონისა და რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქართველი სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკრედიტებული დიპლომატები და სხვა დამსწრე საზოგადოება.

კონცერტის დაწყებამდე, გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების: ხელნაწერების, ძველი ქართული ხელნაწერი და ბეჭდური წიგნების, მათ შორის ოსმალური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლების გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის კვლევისათვის.

ღონისძიება გაიხსნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საოპერო დასმა, რომელმაც შეასრულა მსოფლიოს კლასიკური და საოპერო მუსიკის შედევრები.

აღნიშნულის შემდეგ, დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიასთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა - „ბათუმმა“ და ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ელესა-მ. კონცერტი გრძელდებოდა ორი საათის განმავლობაში და ქართველ ხელოვანთა გამოსვლებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

განხორციელებულმა ღონისძიებებმა ჩაიარა მეგობრულ და საზეიმო ვითარებაში და გაშუქებულ იქნა ადგილობრივის მასმედიისა და ტელევიზიით.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ