ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

12-16 ნოემბერს, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა

 

2017 წლის 12-16 ნოემბერს, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული პროგრამის ფარგლებში, არდაჰანის, ყარსის, ართვინისა და რიზეს უნივერსიტეტებში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტების თანამონაწილეობით, გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დაცული საგანძურის ფოტო-ასლების გამოფენები და საჯარო ლექციები  - „ქართული კულტურა და ურთიერთობები“. გენერალური საკონსულოსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ერთობლივ პროგრამას ეწოდება - „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ’’.

რიზეს რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა საზეიმო კონცერტი და ზემოხსენებული გამოფენა. ღონისძიებებს ესწრებოდნენ: რიზეს გუბერნატორი ბატონი ერდოღან ბექტაში, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ბატონი ავთანდილ მიქაცაძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე, დელეგაციის სხვა წევრები, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები ქალბატონი ნონა ქარციძე და ქალბატონი ანა დოღონაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, და ვილაიეთის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქართველი სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და სხვა დამსწრე საზოგადოება (დაახ. 300 კაცი).

კონცერტის დაწყებამდე, გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული სამუზეუმო ექსპონატების: ძველი ქართული ხელნაწერებისა და ბეჭდური წიგნების, მათ შორის ოსმალური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტო-ასლების გამოფენა, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის კვლევისათვის. გამოფენის დასასრულს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებმა - “ბათუმი” და “ხორუმი”. ღონისძიებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

განხორციელებულმა ღონისძიებებმა ჩაიარა მეგობრულ და საზეიმო ვითარებაში და ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მასმედიის საშუალებებით.

გენერალური საკონსულოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და ყარსის, ართვინისა და რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ