ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიზიტი არდაგანისა და ყარსის გუბერნიებში

საკონსულო ოლქის შემოვლისა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წლის 13-14 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე არდაგანისა და ყარსის გუბერნიებს სტუმრობდა, სადაც მან შეხვედრები გამართა არდაგანისა და ყარსის ვილაიეთების ახლადდანიშნულ გუბერნატორებთან ბატონ მეჰმეთ ემინ ბილმეზთან (Mehmet Emin BİLMEZ/Ardahan) და ბატონ რაჰმი დოღანთან (Rahmi DOĞAN/Kars). მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები და საქართველო-თურქეთის ხელისუფლებებს შორის არსებული პოზიტიური თანამშრომლობა, ვალესა (Posof) და კარწახის (Çildir/Aktaş) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გაზრდილი ტვირთბრუნვა, ვალეს საბაჟოს თურქული მონაკვეთის რეკონსტრუქციისა და მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებას და ამასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ შორის ლოჯისტიკისა და  ტვირთების მოზიდვის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები არდაგანის მერთან ფარუქ ქოქსოისთან და ყარსის მერთან მურთაზა ქარაჩანთასთან, ასევე არდაგანისა და ხოფის (ართვინი) სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეებთან.

განხორციელებული ვიზიტის შედეგად, დაიგეგმა საქმიანობის სამომავლო სამოქმედო გეგმა და ბიზნეს-ფორუმის ჩატარების საკითხები.

შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში, რის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ