ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი

2017 წლის 16-17 ნოემბერს, გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის გუბერნიებში განხორციელდა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ პატარაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი ინგა შამილიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი რამაზ ბოლქვაძე, ქ.ბათუმის ახლადარჩეული მერი ბატონი ლაშა კომახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი თამაზ შავაძე და სხვა ოფიციალური პირები. აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაციას სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დახვდა და დელეგაციას შეუერთდა საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე.

           დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის გუბერნატორებთან და მერებთან, სადაც განხილულ იქნა რეგიონებს შორის მიმდინარე საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სარფის თურქული მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებზე, ასევე ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროში ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

აღნიშნულ ვიზიტს ძალზედ დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ვიზიტი გაშუქებული იქნა როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური საინფორმაციო საშუალებებით.

ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონსა და ხოფაში გაიმართა ბიზნეს-ფორუმები, რომელსაც ესწრებოდნენ ტრაპიზონსა და ხოფას სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის (ართვინი, რიზე, ტრაპიზონი) ექსპორტიორთა პალატის წევრები და ბიზნესმენები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბატონმა კონსტანტინე მეგრელიშვილმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონმა თამაზ შავაძემ, აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ გამართეს პრეზენტაცია, რომელმაც ბიზნესმენების დაინტერესება გამოიწვია. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ