ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი ტრაპიზონში -

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, 2017 წლის 23-24 ნოემბერს, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის კონგრესისა და კულტურის ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ქართულ-თურქული ურთიერთობები“.

სიმპოზიუმში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს გორისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა და თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა, ხოლო თურქული მხრიდან - თურქეთის სახელმწიფო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარემ, ტრაპიზონის, ანკარის, სამსუნის, ერზერუმის, ართვინის, საქარიას, მალათიასა და სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტების პრორექტორებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სიმპოზიუმის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ქართველი და თურქი მეცნიერების მიერ განხორციელდება ერთობლივი კვლევები და ახალი მასალები შევა სამეცნიერო მიმოქცევაში.

ტრაპიზონში გამართულმა სიმპოზიუმმა ჩაიარა საქმიან და მეგობრულ ატმოსფეროში, რომლის დასასრულს, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გენერალურ საკონსულოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ თურქი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლები.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ქართულ-თურქული ურთიერთობები", წარმოდგენილი წყაროები საორგანიზაციო კომიტეტისა და სიმპოზიუმში მონაწილეთა მიერ დაიბეჭდება სამეცნიერო შრომების კრებულში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ