ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე აქციის ფარგლებში, მომსახურების საფასურზე დაწესებულია შეღავათები.

განთავსების თარიღი: 20.12.2016
 

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ, 2016 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით,  უნდა გაიაროს რეგისტრაცია საკონსულო დაწესებულებაში. რეგისტრაციის გავლის მიზნით, ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს განცხადება, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ფოტო ასლი.

საარჩევნო უბანზე მისვლისას, ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

            საარჩევნო სიაში საქართველოს მოქალაქის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ-გვერდზე: http://voters.cec.gov.ge/ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ-გვერდზე: http://www.cesko.ge/

            საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 

განთავსების თარიღი: 12.09.2016
 

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად,

2016 წლის 21 ივლისიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე,

ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა

 

1983 წლის 25 ოქტომბრის „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ თურქეთის რესპუბლიკის №2935 კანონის მესამე მუხლის თანახმად, კანონის მიღების დღიდან, თურქეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, შესაძლოა დაწესდეს შემდეგი სახის პირობები, შეზღუდვები და აკრძალვები:

· ქუჩაში გამოსვლის შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა;

· კომენდანტის საათის გამოცხადება;

· ზოგიერთ  ადგილებში  ან  განსაზღვრულ  პერიოდსა  და  საათებში  შეზღუდონ  მოქალაქეთა ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება;

· მოხდეს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და  მათი

ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით, კონფისკაცია;

· საგანგებო      მდგომარეობის      დროს,      მოსახლეობის      პირადობის      დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად, სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა;

· დაწესდეს  კონტროლი  მასობრივი  ინფორმაციის  საშუალებებზე:  გაზეთების,  ჟურნალების, წიგნების, ბროშურების გამოცემა/გავრცელებაზე, აგრეთვე არ განხორციელდეს ნებართვის გარეშე სხვადასხვა სახის ლიტერატურის ბეჭდვა, ხოლო, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გამოცემული წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პუბლიკაციების ამოღება;

· დაწესდეს კონტროლი რადიო და აუდიო სახის მაუწყებლობაზე: ფილმების, ხმის ჩანაწერების, კასეტებისა და დისკების გავრცელებაზე, ხოლო, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია ხსენებული მაუწყებლობების შეჩერება;

· დაწესდეს  ან  გამკაცრდეს  დაცვა  განსაკუთრებული მნიშვნელობის  სახელმწიფო  და  კერძო სტრუქტურებზე, სტრატეგიულ ობიექტებსა და საბანკო-საფინანსო დაწესებულებებზე;

· დაწესდეს კონტროლი თეატრებსა და კინოებში ნაჩვენებ და წარმოდგენილ სპექტაკლებსა და ჩვენებებზე და საჭიროების შემთხვევაში, აკრძალონ ისინი;

· შესაბამისი  ნებართვის  არსებობის  მიუხედავად,  აკრძალონ  და  მოქალაქეებს  ჩამოართვან ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი და ფეთქებადი ნივთიერებები, ასევე აკრძალონ მათი გადატანა ან ტრანსპორტირება;

· აკრძალონ ან სპეციალურ ნებართვებს დაუქვემდებარონ, ყველა სახის საბრძოლო მასალების,

იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, რადიოაქტიური, ცეცხლსაშიში და აალებადი ნივთიერებებისა და მასალების, ქიმიური და შხამიანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოებისა და საწყობების ფუნქციონირება ან მათი გადაზიდვა, ასევე მოახდინონ მათი ჩამორთმევა;

· საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენის გამო, აკრძალონ

პიროვნებების ან დაჯგუფებების სხვადასხვა რეგიონებში შესვლა, გადაადგილება ან დასახლება;

· უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, განხორციელდეს რეგიონებში, ზონებში, ბაზებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლა-გასვლის კონტროლი;

· აკრძალონ   ან   გადადონ,   როგორც   დახურულ,   ასევე   ღია   სახის   ობიექტებზე   კრებების,

მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა  მასობრივი ღონისძიებების მოწყობა. გააკონტროლონ ყველა სახის  თავშეყრა, დაშალონ ის  ან დააპატიმრონ მონაწილენი;

· საჭიროების   შემთხვევაში,   არაუმეტეს   სამი   თვის   ვადით,   გამოიყენონ   შრომისუნარიანი

მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, აგრეთვე უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

· მიიღონ   გადაწყვეტილება   და   არაუმეტეს   სამი   თვის   ვადით,   დაკეტონ   ან   შეუჩერონ

ფუნქციონირება ასოციაციებსა და გაერთიანებებს;

· რეგიონის      გუბერნატორები     უფლებამოსილნი     არიან      მიიღონ      სხვადასხვა      სახის გადაწყვეტილებები უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით და შექმნან სპეციალური საბჭოები.

 

21/07/2016                                                                                                    cxeli xazi: +90541.326 22 26

 

განთავსების თარიღი: 22.07.2016
 

ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში (+90 541) 326-22-26;    ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე  - (+995 32) 294 50 50;  24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20

განთავსების თარიღი: 29.06.2016
 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

            საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამბის განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

            აღნიშნულიპროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  • სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • პროფესიული სწავლება
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
  • იურიდიული დახმარება
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება

            აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

            აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

            სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ:                  (+995) 32 243 11 00

                          (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა:         reintegration@mra.gov.ge

მისამართი:         თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი:          WWW.MRA.GOV.GE

განთავსების თარიღი: 20.10.2015
 

28 ივლისს ძალაში შევიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება, რომლის შესაბამისად, შეწყდა არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებში და მათი (საქართველოს მოქალაქისპასპორტი) გაცემა მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრული მონაცემების მიღება.

განთავსების თარიღი: 01.08.2014
 

 

2014 წლის 15 მარტს, შევიდა ცვლილებები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში რომლითაც განახდა საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალი (იხ. დანართი). ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანაზე დაწესებულია შემდეგი რეგულაციები:

 

განთავსების თარიღი: 08.07.2014
 

თურქეთის რესპუბლიკაში 2014 წელისათვის მოქმედი

დასვენებისა და უქმე დღეები

დღესასწაული

დღე

თარიღი

შენიშვნა

ახალი წელი

1

 1 იანვარი

 

ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშთა დღე

1

23 აპრილი

 

მშრომელთა დღე

1

1 მაისი

 

ათათურქის ხსენებისა და ახალგაზრდობის ბაირამი

1

19 მაისი

 

რამაზან ბაირამის წინა დღე

1/2

27 ივნისი

გარდამავალია

რამაზან ბაირამი

1

28 ივნისი

გარდამავალია

რამაზან ბაირამი

1

29 ივნისი

გარდამავალია

რამაზან ბაირამი

1

30 ივნისი

გარდამავალია

გამარჯვების დღე

1

30 აგვისტო

 

ყურბან ბაირამის წინა დღე

1/2

3 ოქტომბერი

გარდამავალია

ყურნან ბაირამი

1

4 ოქტომბერი

გარდამავალია

ყურბან ბაირამი

1

5 ოქტომბერი

გარდამავალია

ყურბან ბაირამი

1

6 ოქტომბერი

გარდამავალია

ყურბან ბაირამი

1

7 ოქტომბერი

გარდამავალია

რესპუბლიკის ბაირამი

1/2

28 ოქტომბერი

 

რესპუბლიკის ბაირამი

1

29 ოქტომბერი

 

შენიშვნა: რამაზანის, ყურბანისა და რესპუბლიკის ბაირამის წინა

                  დღეებში, სამუშაო დრო განსაზღვრულია 12:00 საათამდე.

 

განთავსების თარიღი: 10.06.2014
 

საქართველოს გენერალური საკონსულო 2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიღებას არ აწარმოებს.

განთავსების თარიღი: 23.05.2014
 

საქართველოს გენერალური საკონსულო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მ.წ. 18-19-20-21 აპრილს მოქალაქეთა მიღებას არ აწარმოებს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზსს: +905413262226

განთავსების თარიღი: 15.04.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ