ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ, 2016 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით,  უნდა გაიაროს რეგისტრაცია საკონსულო დაწესებულებაში. რეგისტრაციის გავლის მიზნით, ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს განცხადება, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ფოტო ასლი.

საარჩევნო უბანზე მისვლისას, ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

            საარჩევნო სიაში საქართველოს მოქალაქის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ-გვერდზე: http://voters.cec.gov.ge/ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ-გვერდზე: http://www.cesko.ge/

            საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ