შეხვედრები არსინის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლებთან
მ/წ 3 აპრილს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ერქუთ ჩელებისთან ერთად ქ. ტრაპიზონში არსინის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ინდუსტრიული ზონის ვიცე-თავმჯდომარესთან ალი ბაშქურთთან და მმართველი საბჭოს წევრებთან, „ქუჩუქარსლანლარ“ -სპილენძის მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრეებთან იბრაჰიმ და ჰასან ქუჩუქარსლანებთა, „მექაფ აიაქაბი“- სამუშაო ფეხსაცმლის მწარმოებელი ქარხნის მფლობელებთან სელჩუქ და სეჯათინ ისქენდერებთან.
მხარეებმა ისაუბრეს არსინის ინდსუტრიული ზონის საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამგვარად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ქ. ტრაპიზონის არსინის ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს უმსხვილეს ინდუსტრიულ რეგიონს აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, სადაც საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი 87-მდე ორგანიზაცია. განხორციელებული 560 მილიონი დოლარის ექსპორტითა და 13 მილიონი დოლარის იმრპორტით კი ინდუსტრიული ზონა თურქეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.