გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან
2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ტრაპიზონის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან, თაჰირ შაჰინთან.
გენერალურმა კონსულმა გუბერნატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
