Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სტუმრად საუნივერსიტეტო კლინიკა "ფარაბიში"

3 დეკემბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო კლინიკა „ფარაბის“ მთავარ ექიმთან, ჯელალ თექინბაშთან.
ვიცე-კონსულმა ინფორმაცია მიიღო საქართველოს მოქალაქე პაციენტების შესახებ, რომლებიც მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან. გენერალურმა კონსულმა სტაციონარული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების ქართველი პაციენტები მოინახულა, შეხვდა საავადმყოფოში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო პაციენტთა განყოფილებას საქართველოს გენერალური საკონსულოს თანადგომითა და კლინიკა "იმპერიალის" ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული თურქულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-თურქულ-ლათინური სამედიცინო ლექსიკონები გადასცა.