Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა არსინიზ ინდუსტრიულლი ზონის ოფიციალურ წარმომადგენლებთან

2025 წლის 28 იანვარს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი ქ. ტრაპიზონის არსინის პროვინციის ინდუსტრიული ზონის დირექტროთა საბჭოს თავმჯდომარეს, დურსუნ ალი საქარიასა და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებმა გენერალურ კონსულს გააცნეს არსინის ინდუსტრიული ზონის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გამოთქვეს სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავების შესახებ.
ნიკოლოზ იაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რაც ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ქ. ტრაპიზონის არსინის ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს უმსხვილეს ინდუსტრიულ რეგიონს აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, სადაც საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი 87-მდე ორგანიზაცია. განხორციელებული 560 მილიონი დოლარის ექსპორტითა და 13 მილიონი დოლარის იმრპორტით კი ინდუსტრიული ზონა თურქეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.